უკრაინის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს. მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა.

ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. გაკეთდება მედიისთვის განცხადებებიც.

ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში დენის შმიგალი შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და კათოლიკოს-პატრიარქს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. აეროპორტში მას დავით ზალკალიანი დახვდა.

მსგავსი თემები