,,უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით”- ტრამპი

,,დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით,” – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის სულელური პოზიციის გამო, მესამე მსოფლიო ომი შესაძლებელია.

„ახლა ჩვენ გვაქვს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც პოტენციურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით. და ეს ყველაფერი სულელი ადამიანების გამოა, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ. ეს ასევე გამოწვეულია იმ ტიპის იარაღით, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი. არასოდეს გვქონია ასეთი იარაღი, დესტრუქციული უნარის იარაღი, თანამედროვე იარაღი. მე ამაზე მეტი ვიცი, ვიდრე ვინმემ, იმის გამო, რომ მე აღვადგინე ჩვენი სამხედრო სფერო“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი თემები