შარლ მიშელი ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. მიშელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის საერთო განცხადებებს გააკეთებენ.

დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.

მსგავსი თემები