„ოპოზიცია დღეს არის ჩიხში და მათი ეს ჩიხში ყოფნა კარგია“ – მამუკა მდინარაძე

„რეალურად უნდა ვთქვათ სიმართლე, ამ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით იყო დემოკრატიული,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ – ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მდინარაძე თვლის,რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ჩიხშია შესული და მათთვის ერთადერთი გამოსავალი ქაოსური სიტუაციის შექმნაა. მდინარაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ:

„ერთი თვე ჩვენ გვესმის ტყუილი, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ იქნებ ეს დაილექოს ტვინის რომელიმე ნაწილში, ჩვენ ძალიან ხისტადაც არ ვპასუხობდით, ისინი აანონსებდნენ რევოლუციურ სცენარებს, ძირითადად რადიკალური ნაწილი და ცდილობდნენ, რომ მოლაპარაკებები ჩაეშალათ, მიუხედავად ამისა, ჩვენ შევთავაზეთ მოსულიყვნენ პარლამენტში და საგამოძიებო მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა.

ოპოზიცია დღეს არის ჩიხში და მათი ეს ყოფნა ჩიხში კარგია, თუ ესენი შემოვლენ პარლამენტში, რადიკალურზე ვსაუბრობ შეიქმნება საგამოძიებო კომისია და იქაც გამტყუნდებიან, საინტერესოა რატომ ამბობენ უარს ასეთ შეთავაზებაზე, რომ 1% – იანი გადახრის შემთხვევაში ვთანხმდებით ახალ არჩევნებზე.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები