პარლამენტთან ხმაურია

ამ წუთებში ხმაურია საქართველოს პარლამენტთან, სადაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

დაპირისპირება სამართალდამცავებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ კარვის გაშლა სცადა.

ამ დრომდე ოპოზიციის კარავი პარლამენტის უკანა მხარეს იყო გაშლილი, რომელიც ხაბეიშვილს თანამოაზრეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გადააქვთ.

ხაბეიშვილის თქმით, კარვის მდებარეობის შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პოლიციამ მათ ახალი კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.

მსგავსი თემები