„მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ რაც ხდება“, – ამის შესახებ ლიეტუვას ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.
„რა თქმა უნდა, ვღელავ მომავალზე იმ შემთხვევაში თუკი არაპროპორციული ზომები განხორციელდება,“- აღნიშნა ლიეტუვას ელჩმა.
მისივე თქმით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ კურსს.