„ნაცმოძრაობის“ ოფისში იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ მოვლენების მიმართ რაც ხდება, ვღელავ მომავალზე” – ლიეტუვას ელჩი

„მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ რაც ხდება“, – ამის შესახებ ლიეტუვას ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.

„რა თქმა უნდა, ვღელავ მომავალზე იმ შემთხვევაში თუკი არაპროპორციული ზომები განხორციელდება,“- აღნიშნა ლიეტუვას ელჩმა.

მისივე თქმით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ კურსს.

მსგავსი თემები