საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება

  •  

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება. მისი განმარტებით, კვლევაში 500-მდე პაციენტი ჩაერთვება და მხოლოდ ისინი შეირჩევიან, რომლებმაც მკურნალობის პროცესი კლინიკებში ჩაიტარეს:

„კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინადრომი. გახანგრძლივებულ კოვიდზე ამბობენ მაშინ, როცა კოვიდის დამთავრებისთანავე ანუ განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა. არის ასეთი შემთხვევები, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ასეთია: როცა პაციენტი განიკურნება, გაუვლის ყველა სიმპტომი და დაახლოებით 1 ან 2 თვის მერე ხელახლა გაუჩნდება რაღაც სიმპტომები, იგივე, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულის მოვლენები, უძილობა, დეპრესია, შფოთი და სხვა და სხვა. ასეთი პაციენტი საქართველოში ბევრია და ხშირად მოგვმართავენ. პირადად ჩვენთან, კლინიკაში, კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა.

სრული სურათი რომ ვნახოთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩატარდეს ოფიციალური კვლევა, გუშინ ვიყავით სამინისტროში. შეხვედრა გვქონდა. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ 2 კვირაში ან 1 თებერვლიდან, ყველაზე შორს ორ კვირაში, დავიწყებთ კვლევას. გამოვიკვლევთ 500 ადამიანს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. მათ გამოვიძახებთ, ჩაუტარდებათ სრული გამოკვლევა ყველა იმ ორგანოსი და სისტემის, რომლის მხრივაც ჩვეულებრივ კოვიდგადატანილები გამოხატავენ ჩივილებს. ეს იქნება კლინიკური გამოკვლევა. ისინი შეავსებენ სპეციალურ კითხვარს, სადაც უპასუხებ კითხვას რა აწუხებთ. მათ ჩაუტარდებათ კვლევები, ეს იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრაბგერითი გამოკვლვევა, სუნთქვის გამოკვლევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სუნთქვის ფუნქცია რჩება ხანდახან დაზიანებული და ამის კვლევა ჩატარდება. დაიდება ზუსტი შედეგები, თუ რამდენ პროცენტში ვითარდება ეს პოსტკოვიდური სინდრომი.

პირველ გამოკვლევას დაახლოებით ერთ თვეში დავასრულებთ. ასე ვვარაუდობთ. კვლევისთვის შეირჩევა ყველა პაციენტი, მძიმეც და მსუბუქიც და ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ კლინიკიდან გაწერილი პაციენტები. ამ კვლევის შედეგად გაირკვევა არამხოლდო ის, რამდენს ჰქონდა პოსტკოვიდური სინდრომი და რა ნიშნები ჰქონდათ, არამედ რამდენ ხანს გაუგრძელდათ. ერთ და 3 თვეში გაუარა თუ არ გაუარა ან გარდაიცვალა. ამის გარდა, დადგინდება, ეს პოსტკოვიდური სინდრომი არის ფუნქციური ანუ ორგანოები არ არის დაზიანებული, უბრალოდ ჩივილებია, თუ ამ ჩივილებს საფუძვლად ორგანოების დაზიანება უდევს. ზუსტი შედეგების დადების შემდეგ შედგება პროგრამა, რომლითაც ასეთ პაციენტებს საშუალება ექნებათ მიმართონ კოვიდკლინიკებს და ეს გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ. ამიტომაა საჭირო ამ კვლევის ჩატარება, რომ ვიცოდეთ რაზე შევადგინოთ პროგრამა, რამდენ კაცს ველოდოთ და მათ რა გამოკვლევები დასჭირდებათ”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა. შესაბამისი ინფორმაციას ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

მსგავსი თემები