„ვაქცინების განაწილების კუთხით მსოფლიო „კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა“ –  ჯანმო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით, მსოფლიოს ქვეყნები დასწრებაზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების კუთხით მსოფლიო „კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინები სამართლიანად გაანაწილონ, ისე, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს.

ტედროს ადჰანოს ინფორმაციით, შარშან, ჯერ არარსებული ვაქცინების მიწოდებაზე 44 ხელშეკრულება გაფორმდა, წელს კი 12. ჯანმო ფიქრობს, რომ არსებულმა ვითარებამ შესალოა, ვაქცინების ხელმისაწვდომობის პრობლემა შექმნას.  

„აღნიშნულმა ვითარებამ, შეიძლება, COVAX-ის ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შეაფერხოს და შექმნას სწორედ ის სცენარი, ქაოტური ბაზრით და არაკოორდინირებული რეაქციით, რომლის თავიდან ასაცილებლადაც COVAX-ი შეიქმნა,“- ფიქრობს ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

მისივე შეფასებით, „პირველი მე” ყველას დააზარალებს.

მსგავსი თემები