ვეტერანებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ყველასთვის, „კოვიდ ტესტირება“ უფასოა  

  •  

მიმდინარე წლის 11 იანვარს, კოვიდ-19-ის პანდემიის უკეთ მართვისა და ინფიცირებულთა დროულად გამოვლენის მიზნით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის განახლებულ შენობაში (სპირიდონ კედიას №7 ყოფილი “კახოვკა”), გაიხსნა კოვიდ – ლაბორატორია, სადაც არა მხოლოდ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს ტესტი და 15 წუთში მიიღოს პასუხი.

პირველი პაციენტების ტესტირების მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

კოვიდ-ლაბორატორიაში მოქალაქეთა მიღება, მოხდება ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 16:00 საათამდე.

მსგავსი თემები