17 წლის მოზარდი მე-6 სართულიდან გადავარდა

უბედური შემთხვევა გლდანში – 17 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა. ბიჭი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს არასარულწლოვანის დედა, რომელმაც საკუთარი სურვილით კლინიკა მალევე დატოვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები