“წვიმის შედეგად, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. „წვიმის შედეგად, აფხაზეთში ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. როგორც მინისტრმაც აღნიშნა, ვითარება მართვადი და კონტროლირებადი იყო. დღეს ხანძარი გაჩნდა ოჩამჩირის რაიონშიც, თუმცა ისიც ჩამქრალია“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა რომან ლაბიამ და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული, რა ფართობია დამწვარი ხანძრის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მძიმე ვითარება გაგრაში იყო, სადაც ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც მიუახლოვდა.

მსგავსი თემები