“ჯერ საფრაგეთის მოქალაქეობა იყიდა, ახლა საპატიო ლეგიონის ორდენს ყიდულობს” – მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

„ჯერ საფრაგეთის მოქალაქეობა იყიდა, ახლა ყიდულობს საპატიო ლეგიონის ორდენს,“ – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცახადა ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭეების საკითხთან დაკავშირებით.

“იყო ასეთი ცენტრალური აფრიკის იმპერატორი ბოკასა, როდესაც ჩამოაგდეს, მაცივარში უპოვეს პატარა ბავშვების სხეულები, იყო კანიბალიზმით დაკავებული. ბოკასას ჰქონდა 3 ორდენი ლეგიონის. საპატიო ლეგიონის ორდენი აქვს მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს და სხვადასხვა ხარისხის.

იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა საფრანგეთის ელჩისგან, რომლის მეუღლესაც რაღაც დაუბრუნა, როგორც საჩუქარი პარიზის ცენტრში, ჩვენ დროს რომ ელჩი იყო, მაშინდელ ელჩზე ვლაპარაკობ (ერიკ ფურნიე), იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა და ახლა ყიდულობს საპატიო ლეგიონის ორდენს”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები