“პაციენტს, რომელსაც ახალი შტამი აღმოაჩნდა მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე იმ პაციენტზე საუბრობს, რომელსაც ახალი შტამი აღმოაჩნდა.

იმნაძე აღნიშნავს, რომ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია.

“პაციენტს, რომელსაც ახალი შტამი აღმოაჩნდა მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. ჩვენ ვნახეთ საქართველოში ყველა დადებითი შემთხვევა ყველა ლაბორატორიიდან, რომ საეჭვო დადებითი შემთხვევები მოგვენახა. ასეთი შემთხვევა, სამი გენიდან ორი როცაა დადებითი და ერთი არა. რამდენიმე ათასი დადებითი შემთხვევიდან ასეთი იყო სამი შემთხვევა.

მას არ ჰქონია მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს მისი სეკვენირება,”- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები