„ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი“ – ლევან რატიანი

  •  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, თუ ადამიანს ტემპერატურა 38-ს გადაუცდა, მათ „ემერჯენსის“ ოთახი აუცილებლად უნდა გაიარონ.

„ერთი რამ მინდა ჩემგან ყველამ იცოდეთ, თუ სიცხე “გაჯიუტდა” და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს  მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ-ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ეს წარმოადგენს, ერთ-ერთ სიგნალს იმისას, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ, თერმომეტრი ყველას გაგვაჩნია სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში,  ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები” – აცხადებს კლინიცისტი.

მსგავსი თემები