“ვაქცინა კოვიდის დამარცხებას არ ნიშნავს, რთული გზაა გასავლელი“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პოზიტიურად უყურებს, თუმცა, არა მოკლე პერიოდში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ვაქცინის შექმნა არ ნიშნავს, რომ ვირუსს დავამარცხებთ და ყველაფერი დასრულდება.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ქვეყნის მთავრობების ქმედებები განსაზღვრავს როდის დასრულდება ვირუსი.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი დადებით განწყობას გვიქმნის, შეგვიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა დავიწყოთ, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია ვაქცინის შექმნით სრულდება. ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი და მოქალაქეებისა და მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როდის დასრულდება ის საბოლოოდ… გასაგებია, რომ რთული წელია და ხალხი დაიღალა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის  ძალიან მაღალი გადაცემა ხდება, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჯანდაცვის პერსონალზე,“-  აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ვაქცინები ვირუსის დამარცხების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, თუმცა, ვაქცინები ნულოვან „კოვიდს“ არ უდრის.

მსგავსი თემები