“ჰოსპიტალიზაცია უნდა გაეწიოს მძიმე პაციენტებს” – პრემიერი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19 – ი ს მართვის პროცესში არსებული გამოწვევები, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დროს განიხილა.

პრემიერმა დეტალურად მისმინა, სფეროს ექსპერტების მოსაზრებები ეპიდ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალურ სექტორის მზაობაზე.

საუბარი შეეხო თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე, ოჯახის ექიმთან კონსულტაციით. 

აღინიშნა ასევე, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები, იქვე ხაზი გაესვა, რომ საუბარი არ ეხება საყოველთაო „ლოკდაუნს“. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ – ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი და სფეროს სხვა სპეციალისტები. 

მსგავსი თემები