სპეციალური რეისით გერმანიაში სტუდენტები გაემგზავრნენ

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ახალგაზრდობის სააგენტომ რიგით მეოთხე სუბსიდირებული რეისი დააორგანიზა, რომლითაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ.

მათი ნაწილი გერმანიაში სწავლას გააგრძელებს ნაწილს კი დასაქმების კონტრაქტი აქვს.

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბერლინში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

აღნიშნული სუბსიდირებული რეისი რიგით მეოთხეა, რომლითაც საქართველოდან ევროპაში ქართველი სტუდენტები გაემგზავრნენ. ოთხივე რეისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა განხორცილდა.

მსგავსი თემები