„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. პარტიებმა პროცედურა სახელისუფლებო გუნდთან ერთად არ ჩაატარეს. როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას რადგან, მმართველ გუნდს ქვეყნის განადგურება სურს.

აღნიშნული დოკუმენტი ცესკოს მიერ მომზადდა, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციები, USAID და IRI იყვნენ ჩართული. კოდექსში გაწერილია საარჩევნო კამპანიის წარმართვისას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დადგენილ მიუღებელი ქცევები. კერძოდ საუბარია, სიძულვილის ენაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და შეურაცხმყოფელ​ განცხადებებზე.

მსგავსი თემები