“ოპოზიციას მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ საარჩევნო ქცევის კოდექსს” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივას საარჩევნო ეთიკის კოდექსის გაფორმების თაობაზე. უფრო მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის პერიმეტრის საკითხთან და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ხელი მოაწერონ შემუშავებულ დოკუმენტს.

„აქტიურად ვიყავით ჩართული ქცევის კოდექსის შემუშავებაში. დღეს ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი ქცევის კოდექსს, რომელიც შემუშავებულ იქნა სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ არის ის, რომ მათაც მოაწერონ ხელი. ჩვენ ვართ მთლიანად პასუხისმგებელი, რომ „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებით, აქტივისტებით მიჰყვება თითოეულ რეგულაციას, რომელიც ასახულია ქცევის კოდექსში. იმავეს მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. თუ იქნება მათი მხრიდან სტანდარტები დაცული, თუ არ იქნება პროვოკაციები, არჩევნების პროცესი გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორც ის წარმოგვედგინა დღემდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები