რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობას 63 პაციენტი იტარებს. მათ შორის, 60 არის დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა” – ამის შესახებ რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მაიკო ჯანაშიამ განაცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობას 63 პაციენტი იტარებს. მათ შორის, 60 არის დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და დღის განმავლობაში დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, ისინი არიან ცხელებით შემოსულები, რომლებიც იმყოფებიან კვლევის პროცესში. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ამ ეტაპისთვის, კლინიკაში ორი ადგილი გვაქვს თავისუფალი“,- განაცხადა ჯანაშიამ.

მსგავსი თემები