ფოთში მოსული უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

  •  

ფოთში, ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქს პრობლემები შეუქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა. წვიმის წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვებული წყალი სახლებში უვარდებათ. გაუმართავია ქალაქის ინფრასტრუქტურა, სატუმბი სადგურები არ მუშაობს. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია ვითარებას ადგილზე ეცნობა და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება.

მისი ინფორმაციით, ქალაქში არსებული წყლის სატუმბი  რვავე სადგური, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გამართულად მუშაობს, მაგრამ ელექტროენერგიის გათიშვის გამო მათი მუშაობა შეფერხდა. დაიტბორა ქუჩები.

„შეიქმნება სპეციალური კომისია,რომელიც ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ. 

მსგავსი თემები