“საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს” – არჩილ თალაკვაძე

“საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დოკუმენტი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ასევე მან მადლობა გადაუხადა,  საკონსტიტუციო რეფორმის თითოეულ მონაწილეს სამოქალაქო სექტორიდან, აკადემიური და საექსპერტო წრეებიდან, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

„პარლამენტის წინა თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივით და ლიდერობით, IX მოწვევის პარლამენტმა წარმატებით შეძლო საკონსტიტუციო რეფორმის დაწყება და სრულად განხორციელება. თითოეულ დეპუტატს გვეამაყება, რომ ამ ისტორიული ცვლილებების თანამონაწილენი ვართ.

მადლობას იმსახურებს საკონსტიტუციო რეფორმის თითოეული მონაწილე სამოქალაქო სექტორიდან, აკადემიური და საექსპერტო წრეებიდან, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები – ვინც საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანა ამ საქმეში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები