„სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს“ – პუტინი მსოფლიოს ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპისა და ამერიკის მხრიდან რუსეთში დაწესებულ სანქციებზე პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს იგივე ომია.

მისი განცხადებით, სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა.

„რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის შედეგები, თუ ის მოხდა, ყველასთვის გასაგებია“, – აღნიშნა მან ცის დაკეტვაზეც ისაუბრა.

„რუსეთი სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერ მცდელობას, განიხილავს როგორც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას. ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით განიხილება როგორც ამ თუ იმ ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“ – ასეთია მისი გზავნილი.

ის უკრაინაში ომის დაწყებას ამართლებს და ამბობს, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების  რთული იყო, თუმცა მოსკოვისთვის საფრთხე რეალურია.

აშშ-ის განცხადებით, უკრაინის ცის ჩაკეტვამ შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს

მსგავსი თემები