საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„ამნისტია უნდა შეეხოს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, ყველას, გარდა იმ პირებისა, ვინც პედოფილიაშია მხილებული” – ამის შესახებ უფლებადამცველმა ალექსი კობაიძემ განაცხადა.

აქციის ორგანიზატორ მოძრაობა „შემახე ამნისტია“-სთან ერთდ ადგილზე პატიმრების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

„საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე მოვამზადეთ და 10 სექტემბრისთვის პარლამენტშიც შევიტანთ. ამნისტია უნდა შეეხოს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, ყველას, გარდა იმ პირებისა, ვინც პედოფილიაშია მხილებული. ამ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა ამნისტია, წლების განმავლობაში კი ბევრი საქმე დაგროვდა, რომელიც გადახედვას საჭიროებს“, – განაცხადა კობაიძემ.

მსგავსი თემები