სამხარაულის ექსპერტიზასთან თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნას ელოდებიან

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვლილი პროგრამისტის  კუთვნილი კომპიუტერი უნდა გახსნან, რაც ოჯახის ადვოკატის თანდასწრებით უნდა მოხდეს.

თამარ ბაჩიალაშვილის ფეისბუქ გვერდი დღეს დილიდან აღარ იძებნება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მსგავსი თემები