წყნეთში სავარაუდოდ, ყოფილი “ვერის საძმოს” წევრის ავტომანქანას ესროლეს

წყნეთში, ე.წ. კაკლებთან ავტომანქანას ესროლეს, ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომანქანა, “ვერის საძმოს” ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის კუთვნილებაა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ესროლეს, ლ. ს.-ს ეკუთვნის.

მსგავსი თემები