პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვა

სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვეს, – ინფორმაციას შსს – ში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები სახლიდან 27 ივლისს გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან. ბავშვებმა განაცხადეს, რომ თბილისში გეგმავდნენ წასვლას და შესაბამისად, მათი სამძებრო სამუშაოები კახეთის გარდა, თბილისშიც მიმდინარეობდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

მსგავსი თემები