“პარტიის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა მოგწონს” – თენგიზ ცერცვაძე

„მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია,“ – ამის შესახებ   ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.

ცერცვაძის განმარტებით, საუბარია დაწესებულებაზე, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლითა და ეკონომიკური ზარალით, რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებლი ცე ჰეპატიტის უნიკალური პროგრამის და არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და ეკონომიკური ზარალით. რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებლი ცე ჰეპატიტის უნიკალური პროგრამის, რომელმაც განკურნა 70 000 ავადმყოფი და გადაარჩინა 25 000 ადამიანის სიცოცხლე, რომელიც არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

ყველაზე მეტი – 300-მდე ავადმყოფი ჰყავს გატარებული, მხოლოდ ერთი გარდაცვლილი, ყველაზე მეტი განკურნებული და არც ერთი ინფიცირებული მედპერსონალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დაწესებულება მიყვანილია განადგურების პირას, ამ სიტყვის პირდაპირი, სრული მნიშვნელობით. ინფრასტრუქტურა მიყვანილია განადგურების პირას“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება ჯანადაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მიმართ კრიტიკულ განცხადებას, ცერცვაძე ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკით სერგეენკოს მიმართავდა მთელი შვიდი წლის განმავლობაში და მას შემდეგაც.

„თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით მწვავე და კატეგორიული მოთხოვნებიც არის. პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ, თუ არ იქნა განხორციელებული გადაუდებელი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ცერცვაძემ, რომელიც დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით, მეტ დეტალზე არ საუბრობს.

„თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის. ამ ეტაპზე არ მიმაჩნია საჭიროდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები