„გვგონია, რომ ტრამვა აქვს და ვერ დადის ვარჯიშებზე“ – 40 დღე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან

დღეს „საბურთალოს“ მოთამაშის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

„საბურთალოს“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 19 წლის ფეხბურთელს თანაგუნდელები იხსენებენ.

„გიორგი იყო ადამიანი,რომელთანაც ყველაფერზე შეიძლებოდა გვესაუბრა, ძალიან გვიჭირს იმის დაჯერება, რომ შაქარა აღარ არის ამ ქვეყნად, 40 დღე გავიდა გარდაცვალებიდან და ვერ ვიჯერებთ, მგონია, რომ რაღაც ტრამვა აქვს და ვერ დადის ვარჯიშებზე, ძალიან გვიჭირს ყველას იმაზე ფიქრი, რომ გიორგი აღარ არის,“ – ასე იხსენებენ მეგობარს თანაგუნდელები.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, რომელიც 18 ივლისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი თემები