კორონავირუსი არ დაუდასტურდათ ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ აბიტურიენტებს

  •  

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელოს სოფო გორგოძის ინფრომაციით კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ 9 პირს ინფექცია არ დაუდასტურდა, რაც გიორგაძის მოსაზრებით უსაფრთხოების ზომების დაცვის ეფექტურობაზე მიუთითითებს.

„იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც განთავსებული იყვნენ საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდათ ინფექცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები, რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება აღნიშნული აბიტურიენტების გამოცდაში მონაწილეობის უფლებას, გორგოძე ამბობს, რომ ისინი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ჩვეულებრივ აგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას.

„რაც შეეხება იმ აბიტურიეტს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მისთვის წელს განმეორებითი გამოცდების დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს,“ – განაცხადა გორგოძემ.

მსგავსი თემები