ჩინეთში, კორონავირუსით სულ მცირე 16 უცხოელი დაინფიცირდა

ჩინეთში, კორონავირუსით სულ მცირე 16 უცხოელი დაინფიცირდა. ინფიცირებულებიდან ორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კიდევ 14 კი, კლინიკაში რჩება და მათი ჯანრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ჩინეთში 17 205-ს აღწევს. მათგან 2 269 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაიღუპა 361 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ აღრიცხულია ვირუსით დაავადები 149 შემთხვევა, დაიღუპა ერთი ადამიანი.

მსგავსი თემები