კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ჩინური მედიის ცნობით, ჰერბინის პროვინციაში, კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. 

ქალს კორონავირუსი ორსულობის 38-ე კვირაში დაუდგინეს. ექიმების გადაწყვეტილებით, მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ახლად დაბადებულ გოგონას კვლევებით კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ბავშვიც და დედაც ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფებიან.

მსგავსი თემები