ბათუმში, ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

  •  

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში, დაკვირვების ქვეშ მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მისივე ინფორმაციით, მათ აჭარის რეგიონი უკკვე დატოვეს.

როგორც მანამდე ნიჟარაძემ განმარტა, ჩინეთიდან ოთხი ქალბატონი ბათუმში გუშინ შევიდა, ორ მათგანს ჰქონდა ტემპერატურა, რის გამოც მათთან შეთანხმებით განხორციელდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა სამსახურში და მათზე დაკვირვება დაიწყო.

ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.

მსგავსი თემები