,,ნატო მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“- ხავიერ კოლომინა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა, „ტვიტერზე“ აგვისტოს ომის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს.

„როგორც მადრიდის სამიტზე იყო დადასტურებული, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“, – აღნიშნავს კოლომინა.

მსგავსი თემები