ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა

  •  

თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა.

გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მცხოვრებლები არიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. 

მსგავსი თემები