„პლაქვენილის“ გამოყენება შევაჩერეთ” – თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველომ კორონავირუსის სამკურნალოდ „პლაქვენილი“ ხმარებიდან ამოიღო. საქართველოში ინფიცირებულებს ამ პრეპარატით უკვე 3 თვეა მკურნალობენ.

„გასული სამი თვის განმავლობაში, ამ პრეპარატს ძალიან დიდი წარმატებით ვიყენებდით – განსხვავებით იმ ზოგიერთი ნაშრომისგან, რომელიც დაიდო. მაინც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა კვლევა „პლაქვენილზე“. ვინაიდან ჩვენც ვმონაწილეობთ კვლევაში „სოლიდარობა“, უბრალოდ, ვალდებულნი ვიყავით, ეს გაგვეთვალისწინებინა და „პლაქვენილის“ გამოყენება შევაჩერეთ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები