“თუ დანაშაული არსებობს, ამ დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს“ – გია ჟორჟოლიანი „თიბისის“ საქმეზე

„არგუმენტები, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ქვეყანაში მილიონები უნდა შემოეტანათ და მათთვის გირაოს შეფარდება ამ პროცესს აფერხებს, არგუმენტად ვერ ჩაითვლება. თუ არსებობს დანაშაული, მაშინ ამ დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მილიონი შემოიტანა ამ დანაშაულის ჩამდენმა ქვეყანაში. ეს არგუმენტი ღირებული არ არის,“ – ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს და სანამ საქმე არ დასრულდება კითხვები ყოველთვის იქნება.

„მე არც პროკურორი გახლავართ, არც ბრალმდებელი და არც ადვოკატი. ვიდრე ეს საქმე სრულად არ იქნება გამოძიებული, მანამდე კითხვის ნიშნები რჩება“ – აღნიშნა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები