„გახარიას პასუხისმგებლობა თავიდანვე რომ აეღო, ძალიან დიდი გამარჯვება იქნებოდა“ – ბექა ნაცვლიშვილი

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თუ გამოძიებისას გამოიკვეთა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, იმ პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც ამაში იყვნენ ჩართულები“ – აღნიშნულ განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრც მთავარში“ გააკეთა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პასუხისმგებლობას არც სამართალდამცველები უნდა გაექცნენ თუ გამოძიების პროცესში მათი ბრალეულობა დადგინდება.

„ასევე, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა გადაცდომები კონკრეტული პოლიციელების მხრიდან. აუცილებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოკვეთა და ამიტომ არის საჭირო გამოძიების ჩატარება. გამოძიბაში ჩართულია სახალხო დამცველი და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ არ წარიმართება მიკერძოებულად. გიორგი გახარიას ვიცნობ ძალიან კარგად, ის არის ძალიან ბევრი ღირსეული თვისებით დაჯილდოებული, მას რომ თავიდან გადაედგა ეს ნაბიჯი, ძალიან დიდი გამარჯვება იქნებოდა, საუბარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობა არ გამორიცხავს იმას, რომ იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს, რომლებიც ადამიანებს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისკენ უბიძგებდნენ: „ ეს არის კომპლექსური საკითხი და არ შეიძლება, მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე. ყველაფერს აქვს ორი მხარე“.

მსგავსი თემები