ესპანეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკას გადასცემს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქვემეხებსა და ჭურვებს გადასცემს. მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება უკრაინის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.

,,ძალიან მიხარია, რომ ახალი პაკეტი უკვე არის, ის უკვე უკრაინისკენ გზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენი სახელმწიფო საკუთარ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც მიიღებს Aspide საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და მის რაკეტებს, Hawk საჰაერო თავდაცვის ოთხ სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ქვემეხებსა და მათდამი ჭურვებს, ასევე სხვა სამხედრო აღჭურვილობას… ეს სწორედ ისაა, რასაც ესპანეთს ვთხოვდით. ეს არის ის რაც ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაგვეხმარება,” – განაცხადა კულებამ.

 

მსგავსი თემები