ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი დაიკითხა

ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ადამიანს გამოკითხავს.  ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძის და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ამ ადამიანებს, მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ. გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ…

მეტი...

საქართველოში პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტი ვერ შეიქმნა, არ არსებობს ტრადიცია – ჯაბა სამუშია 

ისტორიკოსისა და ყოფილი დეპუტატის, ჯაბა სამუშიას მოსაზრებით, საქართველოში ვერ მოხერხდა პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტის ფორმირება, რასაც ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუშალა. პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის. როგორც ჯაბა სამუშიამ “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესი საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება და ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. თვალი რომ გადავავლოთ მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმირების პროცესს, დავინახავთ, რომ იყო ჩავარდნა, მერე ისევ გაძლიერება და ისევ ჩავარდნა. ვერ მოხერხდა ამ ინტიტუტის ერთიანი სახის ჩამოყალიბება, ამის გამო, არ გაგვაჩნია რიტუალი, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჯაბა სამუშიას თქმით,…

მეტი...

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ოპოზიცია აქციებს გეგმავს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიების პარალელურად თელავში, შესაძლოა „გაერთიანებული ოპოზიციის“  საპროტესტო აქცია გაიმართოს. როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს,  საპროტესტო აქციის გასამართად რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ ება, საიდანაც ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად მიაწვდნენ თავიანთ მოთხოვნებს. “ჩვენ რომ გვსურდეს რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.შეგახსნებთ, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეს სასახლეში გაიმართება. არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის დედაქალაქიდან რეგიონში გადატანით, ხელისუფლება ოპოზიციასთან…

მეტი...

თამარ მეფის მსგავსად, იმედია სალომე გამოკვეთილ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში – სამუშია

“თამარ მეფეს, საქართველოს ისტორიაში თავისი ადგილი აქვს. ვიმედოვნებ სალომე ზურაბიშვილსაც თავისი, გამოკვეთილი ადგილი ექნება საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯაბა სამუშია, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარების იდეას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თელავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის თამარ მეფესთან გაიგივება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების თამაშია. “თელავის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევით, საქართველოს რეგიონების პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. ყველაფრის დედაქალაქში კონცენტრირება შეცდომად მიმაჩნია. გამომდინარე იქიდან,…

მეტი...

“გეოგრაფიული ადგილის შერჩევა არ ნიშნავს, მეფის შთამომავალი იყო” – სამუშია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

​თბილისის მერიის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების გასამართად გეოგრაფიული ადგილის შერჩევა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მაინცადამაინც მეფის შთამომავალი უნდა იყოს. როგორც ჯაბა სამუშიამ “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას განაცხადა, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ინაუგურაციის წინ გელათში ჩავიდა და მეფე დავით აღმაშენებლის საფლავი მოინახულა. “ბაგრატიონთა საგვარეულოსთან მისი კავშირის შესახებ კითხვები მაშინ არავის გასჩენია და რატო უჩნდებათ ახლა ეს ასოციაცია ადამიანებს ჩემთვის გაუგებარია. არავის უნდა ეგონოს, რაკი თელავზეა საუბარი, პრეზიდენტი მაინცდამაინც მეფის შთამომავალი უნდა იყო, რომ თელავში მოაწყო ინაუგურაცია. არაფერი კავშირი ბაგრატიონთა საგვარეულოსთან ამ ინაუგურაციასთან…

მეტი...

“ქალთა მოძრაობა” დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ – ქალები საქართველოს ქალ პრეზიდენტს მიმართავენ  

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ქვეყნის ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას და ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებენ. მათი აზრით, სახელმწიფო სამსახურში, ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოაჩინა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ მიმართვაშია  აღნიშნული, ქალთა მოძრაობის წევრებს დიმიტრი გაბუნია, ქალების შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით დაამახსოვრდათ: – „რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“…

მეტი...

8-9 დეკემბერს, ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაიკვანდოში 8-9 დეკემბერს გაიმართება, გამარჯვებულები 9 დეკემბერს 20:00 საათზე დაჯილდოვდებიან. ჩემპიონატს დიღომში მდებარე ფრენბურთის არენა მასპინძლობს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციაში განუცხადეს, ტურნირი ჩატარდება პირად პირველობაში A და B კატეგორიაში. A კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებენ შავი ქამრის მფლობელი სპორტსმენები, რომელთაგან შეირჩევიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები. B კატეგორიაში კი მონაწილეობას მიიღებს ყველა დანარჩენი სპორტსმენი. შეჯიბრს დაესწრება ტაეკვანდოს მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი – დუხვი ლი, რომელიც 3 წელი იმუშავებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, ასევე მოამზადებს მწვრთნელებს და მსაჯებს. მიწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან კორეის საელჩოს თანამშრომლები საქართველოში. ტელ: 591287787,…

მეტი...

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შესაძლოა გაჩერდეს, 2 000 ადამიანი კი უმუშევარი დარჩეს 

ქალაქ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, ახალი წლიდან შესაძლოა, მუშაობა შეაჩეროს. მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება, რაზეც კომპანიაში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ საუბრობდნენ. საწარმოში პრობლემების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გააკეთებულა. “პირველი ღუმელი ქარხანაში ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი იანვრის დასაწყისში და სრულად მუშაობას ერთ–ერთი მსხვილი საწარმო სავარაუდოდ 15 იანვარს შეწყვეტს და სამუშაო ადგილს მეტალურგიაში 2000 ადამიანი დაკარგავს”, – ამის შესახებ TV 4 -ი იტყობინება. აღსანიშნავია, რომ სწორედ „რუსთავის ფოლადის“ მიერ ბაზრის დაცვის მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრის შემდეგ დაიწყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებაზე აქტიურად მსჯელობა.…

მეტი...