ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება

მწვანე ეკონომიკის პოლიტიკისა და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მთავრობამ ახალი რეგულაცია შეიმუშავა, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ეტაპობრივად შეიზღუდება პლასტიკის ერთჯერადი პარკების მოხმარება, 2019 წლის პირველი აპრილიდან კი, აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიომ აქტიური ბრძოლა გამოუცხადა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალების მოხმარებას, რადგან გარემო ყველაზე მეტად სწორედ ამ პროდუქციით ბინძურდება.

მსგავსი თემები