„არასამთავრობოები დიდ საქმეს აკეთებენ, მათ უნდა შეუძახონ ხელისუფლებას“ – სიმონ ნოზაძე

„ძალიან ვუფრთხილდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ქვეყნისთვის დიდ საქმეს აკეთებენ. ასეთი ორგანიზაციები უნდა არსებობდნენ, რომ შეუძახონ ხელისუფლებას და ოპოზიციას, როდესაც ისინი სწორ გზას არ ადგნან“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ გააკეთა.

დეპუტატმა არასამთავრობო სექტორის ნაკლოვანებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ სიტუაციას ამუქებენ და ერთ-ერთ ასეთ მაგალითად პირადობის ყალბი მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები დაასახელა.

“რაც შეეხება ყალბ პირადობის მოწმობებს, არ ვიცი რამდენი უნდა დაიბეჭდოს პირადობის მოწმობა, რომ ეს არ გახმაურდეს. 1000 და 2000 გავლენას აფსოლიტურად ვერ მოახდენს და 100 ათასი თუ დაიბეჭდება და 200 ათასი ეს გახმაურება და არ დაიმალება. მე არ მიმაჩნია ეს საფუძვლიანად, თუმცა აუცილებელია მისი გამოკვვლევა და გამოძიება. მეტისმეტად ჩახლართეს საქმე არასამთავრობოებმა, თითქოს ერთად მოქმედებდეს ხელისუფლება და ოპოზიცია. თუ ამგვარი ფაქტი არსებობს და ანონიმური მოწმე არსებობს, აქ მე ვერაფერს სათაკილოს ვერ ვხედავ და ეს მოწმე მივიდეს და ჩვენება მისცეს საგამოძიებო ორგანოებს. თუ სიმართლე აღმოჩნდება რეაქცია რათქმაუნდა მკაცრი უნდა იყოს. რაც შეეხება კართოფილისა და ხახვის დარიგებას, მეეჭვება ამგვარი გზით მოსყიდვა შესაძლებელი იყოს. მოდით ამდაგვარ ფაქტს სერიოზულად ნუ აღვიქვამთ, დღევანდელ საქართველოში ეს გამორიცხულია, რადგან არაფერი არ იმალება“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მთავარში“.

მსგავსი თემები