“მდინარე ვერეს ტრაგედიით ვერაფერი ისწავლეს” – ბეტონის სადინარში მოქცეული მდინარე ვარაზისხევი

  •  

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” სოციალურ ქსელში, ვარაზის ხევში, მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წერს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მდინარე ვერეს ტრაგედიიდან 4 წლის თავზე, ანალოგიური შეცდომა მეორდება და ამჯერად მდინარე ვარაზისხევის ბეტონის მცირე სადინარში მოქცევა სურთ. აღნიშნულ მდინარეს კი მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები ახასიათებს.

“ისტორია მეორდება! ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვერეს ხეობაში!
მშენებლებმა ვარაზისხევი მთლიანად ამოქოლეს კლდის ნაშალით და სამშენებლო მასალით. მდინარე ვარაზისხევი კი ბეტონის მცირე ზომის სადინარში მოაქციეს. მეწყრული პროცესებისა და წყალმოვარდნების (რაც ვარაზისხევს ახასიათებს) “შესაჩერებლად” რკინის მინი-კონსტრუქცია განათავსეს. ხევში მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. ფაქტია, შესაბამისმა უწყებებმა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, ვერეს ტრაგედიიდან 4 წლის თავზე”, – იტყობინება “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”.

მსგავსი თემები