ბაგებში, სასფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდა

თბილისის შემოგარენში, კერძოდ ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2440 კვ.მ ფართობის გზა განახლდა. 

სპეციალური ტექნიკის საშუალებით, მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა, რომელიც აღნიშნულ გზას სასაფლაომდე მისასვლელად იყენებს, განახლებული გზით ისარგებლებს. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ბაგების სასაფლაომდე მისასვლელი გზა დიდი ხნის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. მოამზადეს პროექტი. გზის განახლება 11 მისამართზე დასრულდა.

“აქტიურ რეჟიმში მუშაობას განვაგრძობთ და უახლოეს მომავალში, დამატებით, რვა ობიექტის მოწესრიგებას დავიწყებთ”, – აცხადებენ გამგეობაში.

საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 110 000 ლარზე მეტია. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები სამ მისამართზე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები