ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

სასტიკი მკვლელობა თერჯოლაში –  ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს მაღაზიაში, აალებადი ნივთიერება შეასხა და მოკლა.

დაღუპული ქალი 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილია. მას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაშავდა მამაკაციც. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

მსგავსი თემები