სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები 100 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი,  რომლის ფარგლებშიც, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი მატება.

ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება, ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი – ე.წ. DRG მოდელის დანერგვა.

„ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი. კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს.  ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

მსგავსი თემები