,,სისულელეა, შტერობაა…ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, შაჰინი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისგან არაფრით განსხვავდება.

„ის არის დანიშნული ჩინოვნიკი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს და შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, ტაქტიკით … ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა. იმის მერე, რაც ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროკომისარი ამბობს, რომ წინ არის ქვეყანა, განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ, ის, ვინც იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო, სისულელეა, შტერობაა,“ – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრა.

„ტყუილია, ტყუილია. რაც შეეხება თანაშემწეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მოწადინებული ვართ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ბევრ რეფორმას მხარი დავუჭირეთ, კანონპროექტები მოვამზადეთ, მათ შორის ის, რაც ანტიკონსტიტუციურია, მაგალითად, თანამდებობის პირების არჩევა უმრავლესობით. შეგიძლიათ ერთი მაგალითი დამისახელოთ, სად ხდება ასე? – არა, გაჩუმებული ხართ. არ არსებობს პრაქტიკაში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის ევროინტეგრაცია, რომ ჩვენ წავედით ამაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაცია მეორე მოსმენით მივიღეთ, რადიალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, კითხვები არ გიჩნდებათ?” – განაცხადა ზარქუამ.

,,საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ”- სენატორი – (mcm.ge)

მსგავსი თემები