,,უკრაინის ეკონომიკის აღდგენის ძირითადი წყარო გაყინული რუსული აქტივები იქნება”- დენის შმიგალი

,,ომის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკის აღდგენის ძირითადი წყარო გაყინული რუსული აქტივები იქნება,”- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიამ დაანგრია და გაანადგურა ქვეყნის ინდუსტრიული საწარმოები და უმსხვილესი ქარხნები, რომელთა აღდგენასაც დრო დასჭირდება.

,,პრეზიდენტი, მთავრობა, დიპლომატები ახლა აქტიურად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაყინული რუსული აქტივები – 300 მილიარდ დოლარზე მეტი, პლუს ოლიგარქების აქტივები, რუსული ბიზნესის აქტივები – მოხმარდეს ჩვენს აღდგენას. ეს იქნება ხერხემალი და ჩვენი აღდგენის მთავარი წყარო და რესურსი, მათ შორის ახალი საცხოვრებლების, ხიდების, ახალი ქალაქების, ყველაფრის მშენებლობაში“, – აღნიშნა შმიგალმა.

 

მსგავსი თემები