აშშ-ს ოფიციალურმა პირმა, CNN-ს ანონიმურად განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-სა და მოკავშირეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ, პოლონეთში მომხდარი ინციდენტის ლოკაციის მახლობლად და ამ მოვლენებამდე, რუსული რაკეტის უვნებელყოფა სცადეს.
CNN-აღნიშნავს, რომ არაა ცხადი, არის თუ არა ეს ის რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა.
16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების თანახმად, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.